გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 7 ნოემბერი, N252.
ლეჩხუმის ბოლშევიკების საქმე
როგორც ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ატყობინებს იუსტიციის სამინისტროს ლეჩხუმელ ბოლშევიკების საქმეზე შედგენილია ბრალდების ოქმი და გადაეცემა ქუთაისის საგანგებო სასამართლოს.
დუშეთის ბოლშევიკების საქმე
დუშეთის ბოლშევიკების საქმეზე უკვე შედგენილია ბრალდების ოქმი. საქმე ამ დღეებში გადაეცემა საგანგებო სასამართლოს.
კულაშში მომხდარი ბოლშევიკური გამოსვლის შესახებ
ოქტომბრის 24-ს ნაშუადღევის ორ საათზე მოხდა შეიარაღებული ბოლშევიკური გამოსვლა კულაშის და მარნის საზოგადოებაში, ზომები მიღებული იქმნა მილიციის და გვარდიელების მიერ, ამბოხების ჩაქრობა დამთავრდა 25 დილით, რამდენიმე დამნაშავე დაპატიმრებულია, სხვების წინააღმდეგ მიღებულია ზომები, სხვერპლი არ ყოფილა. კვლევა ძიება სწარმოებს.