გასულმა ღამემ პარლამენტის შენობასთან მშვიდად ჩაიარა. სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში რჩებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
პარლამენტის სამივე შესასვლელი ამ დრომდე პიკეტირებულია საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ. დილით პარლამენტში მისულ ქართული ოცნების დეპუტატებს დემონსტრანტები შენობაში შესვლაში ხელს უშლიან, შეძახილებით – „მონა! მონა!“.
აქციის მონაწილეებთან დილიდანვე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ოცნების დეპუტატებთან საუბრისას საყვედურს გამოთქვამენ მათ მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო.
აქციაზე დემონსტრანტებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელისუფლების მიმართ თავიანთი ძირითადი მოთხოვნები გააჟღერეს.
მოთხოვნებს შორისაა:
- ვადამდელი საპარლამენტო პროპორიული არჩევნები;
- მოქმედი მთავრობის გადადგომა და მისი დროებითი მთავრობით ჩანაცვლება;
- 20 ივნისს დაკავებული პოლიტპატიმრების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობით დაკომპლექტება.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)