ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსად შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან კაკავა დაინიშნა. მან ამ პოსტზე ვახტანგ ლაშქარაშვილი შეცვალა.
ახალი უფროსი თანამშრომლებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს გააცნო და განაცხადა, რომ ლევან კაკავას თანამდებობაზე დანიშვნა პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა.
გიორგი გახარიამ გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს, შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი გააკრიტიკა, თქვა, რომ შემოსავლების სამსახურს შეცდომები არ ეპატიება და „ლიმიტი დამთავრდა“.
ლევან კაკავა 2017 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. მანამდე კი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ამასთან გასულ წლებში, მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიცია ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)