თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სხვა საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 2004 წელს მომხდარი ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს და ასევე იმ დროს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ბრალი 19 ნოემბერს წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 9 იანვარს ჩაინიშნა.
ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მეოთხე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა მას 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
ასევე წაიკითხეთ:
- ყოფილ შს მინისტრს და გენერალურ პროკურორს ბრალი წაუყენეს
- სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა
- ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა
- ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)