Site icon Civil.ge

პანკისში ადგილობრივების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ადგილობრივებს შორის დღეს მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ც ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“, ადგილობრივებზე დაყრდნობით, დაპირისპირების ორ შესაძლო მიზეზზე საუბრობს.

ერთი ვერსიით, 36 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს პანკისის ხეობაში, მდინარე ხადორზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენელობას, რასაც 2019 წლის აპრილში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. ამავე ინფორმაციით თანახმად, მოკლულის ახლობელი და მისი თანამოაზრეები ჰესის მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ.

მეორე ვერსიით, მკვლელობის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მუთოშვილებისა და ქავთარშვილების გვარებს შორის მანამდე არსებული დაპირისპირება, რომელიც რამდენჯერმე ჩხუბში გადაიზარდა. დაჭრილებს შორის ერთ-ერთი სწორედ ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენელია.

„რეგინფოს“ თანახმად, დაპირისპირებულთა მორიგებას დღეს დილით პანკისის უხუცესთა საბჭო ცდილობდა, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)