Site icon Civil.ge

მთავრობა ბრიტანეთისგან ოკუპირებულ ბათუმში ქართულ სკოლებს აფინანსებს

ბათუმი XX საუკუნის დასაწყისში. ფოტო: კვირის პალიტრიდან

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 2 დეკემბერი, N273

დეკრეტი: სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების დახმარების აღმოსაჩენად 1 115 565 მანეთის გადადების შესახებ:

  1. გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან მთავრობის განკარგულებაში ერთი მილიონ ას თხუთმეტი ათას ხუთას სამოცდახუთი ( 1 115 565) მანეთი სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოებისათვის დახმარებად ბათუმის ოლქში შვიდი (7) სკოლისა, ერი (1) პანსიონისა და საზოგადოების კანცელარიის 1920 წლის იანვრის პირველამდე შესანახად.
  2. დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

1919 წლის ნოემბრის 25-ს.

საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

სიმონ  მდივანი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

ევგენი გეგეჭკორი