Site icon Civil.ge

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები 14 მოსამართლის დანიშვნის გამო სინანულს გამოთქვამენ

PACE-ს ზამთრის სესიის გახსნა სტრასბურგში. ფოტო: ©Council of Europe/ Ellen Wuibaux

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის (PACE) კომიტეტისთანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლაცეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) 13 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნის თაობაზე „საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ასამბლეის რეკომენდაციების წინააღმდეგ“, სინანულს იწვევს.

განცხადების თანახმად, საქართველოში სექტემბრის ვიზიტის დროს, თანამომხსენებლებმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს კანდიდატების შერჩევის „გაუმჭირვალე და არასრულყოფილი“ პროცესის გამო. „გამოვთქვით მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, მოსამართლეთა მხოლოდ იმ მინიმალური რაოდენობის დანიშვნით, რაც უზენაესი სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემდეგ, მათ აღნიშნეს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება „სათანადო დასაბუთების“ გარეშე მიიღო და ეს გადაწყვეტილება იმ პირებსაც შეეხოთ, რომელთაც შერჩევის პროცესში ვერ გამოავლინეს, რომ „მათ ჰქონდათ იურიდიული განათლება და დამოუკიდებლობა, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის მოითხოვება“.

მომხსნებლები მართლმსაჯულების სისტემისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით „სწრაფი ზომების მიღების“ მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ამჟამად, საქართველო, როტაციის პრინციპით, ექვსი თვის ვადით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)