ევროკავშირის პრესსპიკერმა 13 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შერჩევის პროცესში „არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა“.
- PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები 14 მოსამართლის დანიშვნის გამო სინანულს გამოთქვამენ
- აშშ-ის საელჩო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხმაურება
განცხადების თანახმად, „ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში“.
„საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)