Site icon Civil.ge

თბილისში რუსეთის იმპერიის მოხელეთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყება

ძველი თფილისი. ფოტო ბეჰრუზ ჰუსეინ-ზადეს კოლექციიდან.

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 25 დეკემბერი N292

ძეგლების გაუქმება

ქალაქის გამგეობამ დაადგინა, ვინაიდან შეუფერებელია დემოკრატიული რესპუბლიკის დედა ქალაქში ძველი რეჟიმის მოხელეთა ერთგული სამსახურისთვის პატივსაცემლად აგებული ძეგლების არსებობა – იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა მოხსნილი იქნეს ძეგლები: ვორონცოვის, გრიაზანოვის, ჯვარი ვერაზე და სხვა მრავალი.