„საქსტატის“ მიერ 14 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და 12.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წელს ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 12.4%–ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი აშშ დოლარი გახდა; იმპორტის მოცულობა 0.8%-ით, 9.1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
2019 წლის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 20 იანვარს გამოაქვეყნებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)