Site icon Civil.ge

ევგენი გეგეჭკორი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობის წერილს უგზავნის

ევგენი გეგეჭკორი თბილისის რკინიგზის სადგურზე საზეიმოდ ხვდება ოლივერ უორდროპს, 1919 წლის 30 აგვისტო, თბილისი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 იანვარი N11

გარეშე საქმეთა მინისტრს ლორდ კერზონს

ლონდონი. 

ქართველი ერი სრული კმაყოფილებით და აღფრთოვანებით შეხვდა უმაღლეს საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ცნობას.

გულწრფელ მადლობას გიძღვნის თქვენ საქართველოს მთავრობა თქვენ მიერ გამოჩენილ ინიციატივისთვის ამ აქტში, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, და სწამს, რომ ენერგიული დახმარება, რომელიც აღმოუჩინეთ თქვენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების საქმეს, იქნება მტკიცე საფუძველი იმ წრფელი და მეგობრული განწყობილების განსამტკიცებლათ, რომელიც დამყარდა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის.

გარეშე საქმეთა მინისტრი

ევგენი გეგეჭკორი