„საქსტატის“ მიერ 20 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და 12.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წელს ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 12.4%–ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი აშშ დოლარი გახდა; იმპორტის მოცულობა 0.8%-ით, 9.1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
2018 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.8%-ით, 3.1 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა და 825.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 7.4%-ით შემცირდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 1.8%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 20%-ით გაიზარდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, 9.5%-ით შემცირდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
2019 წელს 1.8 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, 1.5 მლრდ, 1.1 მლრდ, 1.1 მლრდ და 679.7 მლნ აშშ დოლარით.
მათ მოჰყვება: უკრაინა – 659.5 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 521.9 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 497.4 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 408.2 მლნ აშშ დოლარით და რუმინეთი – 390.2 მლნ აშშ დოლარით.
498.7 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია. შემდეგ მოდის რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა, 497.1 მლნ, 412.2 მლნ, 284.2 მლნ და 244.7 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, 1.6 მლრდ, 975.9 მლნ, 858.7 მლნ, 559.1 მლნ და 443 მლნ აშშ დოლარით.
2019 წელს, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 686.7 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იყო. შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 651.6 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 303 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 222.9 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 172.5 მლნ აშშდოლარი; მინერალური წყლები – 133.6 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 129.3 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 94.9 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 72.8 მლნ აშშ დოლარი; თხილი – 66.7 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.2 მლრდ აშშ დოლარი.
2019 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 757 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 653.7 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 603.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 355.4 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 328.5 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 212 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 105.1 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 104.8 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 90.9 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 78.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 5.8 მლრდ აშშ დოლარი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)