Site icon Civil.ge

აშშ-ის ელჩმა თბილისში ჩამოსვლისას კომენტარი გააკეთა

კელი დეგნანი. ფოტო: it.usembassy.gov

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 29 იანვარს თბილისში ჩამოსვლისას პირველი კომენტარი გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ჩამოვედი. ჩემთვის პატივია ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში და მოუთმენლად ველი იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვთ“, – განაცხადა დეგნანმა.

„თითქმის 30 წელზე მეტია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მშენებლობაში, ეკონომიკა მრავალფეროვანი გავხადოთ, გავაუმჯობესოთ განათლებისა და ჯანდაცვის დონე და, რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ საქართველოს შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოქალაქეები“, – თქვა ელჩმა.

„ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში, თუმცა მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა მან. „მოუთმენლად ველი დავეხმარო საქართველოს, ჩემს გუნდთან ერთად, აქ საელჩოში და, ასევე ვაშინგტონში, რათა მან მიაღწიოს საკუთარ მისწრაფებას, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული და უსაფრთხო ქვეყანა“, – დასძინა დეგნანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)