გაზ. ერთობა, 1920 წლის 1 თებერვალი
ახალი ამბები
საქართველოს ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო განყოფილება ამით იუწყება, რომ ცენტრალურმა ბაქტეროლოგიურმა ლაბორატორიამ (სერგეევის ქუჩა N4) მიიღო პარიზიდან – პასტერის ინსტიტუტიდან – დიფტერიის საწინააღმდეგო ახალი შრატი, რომლის თვითეული ამპულა შედგება 2500 ერთეულიდან.
შრატის გაცემა ავადმყოფთათვის შეიძლება მხოლოდ ექიმების გამოწერით. ავადმყოფის პატრონმა შრატის მოთხოვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შედეგები თფილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში წარმოებული ანალიზისა.