პარლამენტმა ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილ წევრს კარლო კოპალიანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, 5 თებერვალს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. საკითხს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი – წინააღმდეგი იყო.
- პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
- პარლამენტმა დეპუტატ შოთა შალელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა
- ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა
კარლო კოპალიანმა უფლებამოსილების შეწყვეტამდე დეპუტატებს სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს და ბოლოს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მინდა პრეცედენტი შევქმნა, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს მომავალში“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)