Site icon Civil.ge

აფხაზეთის „პრეზიდენტობისთვის“ სამი კანდიდატი იბრძოლებს

ფოტო: apsnypress.info

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობისთვის“ 22 მარტს სამი კანდიდატი იბრძოლებს. „პრეზიდენტი“ და „ვიცე-პრეზიდენტი“ ხუთი წლის ვადით ერთად აირჩევიან. ამრიგად, რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ ვიცე-პრეზიდენტობის სამი კანდიდატიც დაარეგისტრირა.

აფხაზეთის „პრეზიდენტობისთვის“ პრეტენზიას შემდეგი სამი კანდიდატი აცხადებს:

„ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატები კი – არდა აშუბა, ბადრა გუნბა და ვიქტორ ხაშბა არიან.

აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „პრეზიდენტის“ პოსტი მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების ფონზე, 12 იანვარს დატოვა. ხაჯიმბას გადადგომის თაობაზე განცხადებას წინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მაშინდელი თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის სოხუმში ვიზიტი უძღოდა.

მანამდე, აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს დანიშნა. განცხადებამდე ორი დღით ადრე „უზენაესი სასამართლოს“ საკასაციო კოლეგიამ 8 სექტემბრის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, მომიტინგეები ხაჯიმბას ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით მოიგო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა და პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ ხმების 46.19% მიიღო. კვიცინიამ ხაჯიმბას გამარჯვება არ აღიარა, არჩევნების შედეგები ოკუპირებული რეგიონის „უზენაეს სასამართლოში“ გაასაჩივრა და მეორე ტურის შედეგების გაბათილება მოითხოვა. კვიცინიამ სექტემბრის ბოლოს დავა წააგო. ოპოზიცია შედეგების გაბათილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ხაჯიმბამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით, კვიცინიამ იგივე სარჩელი უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიაში შეიტანა.

ასლან ბჟანია და ლეონიდ ძაფშბა „პრეზიდენტობისთვის“ კენჭს 2019 წელსაც იყრიდნენ. თუმცა, ბჟანია აპრილში მძიმე ლითონებით მოწამვლის შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს და იგი საპრეზიდენტო მარათონს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა. 2014 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ ბჟანია ხაჯიმბას მთავარი მეტოქე იყო.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)