Site icon Civil.ge

საქართველოსა და მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარეები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

არჩილ თალაკვაძე და მოჰამად არიფ იუსოფი, ფოტო: facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 19 თებერვალს თავის მალაიზიელ კოლეგას მოჰამად არიფ იუსოფს შეხვდა.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეებმა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობასა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

თალაკვაძის თქმით, მან თავის მალაიზიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გუშინ, მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)