გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 თებერვალი, N43
საქალაქთაშორისო ქსელი
მთავრობაში
14 თებერვლის სხდომა
დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარე – ნოე ჟორდანია; მინისტრები – ბ-ნნი: ხომერიკი, გეგეჭკორი, არსენიძე, ლორთქიფანიძე; სახელმწიფო კონტროლიორი – ბ-ნი გოგიჩაიშვილი; მინისტრის ამხანაგები – ბ-ნნი: ავალიანი, ჭიჭინაძე, გედევანიშვილი, ქარცივაძე, ცინცაძე, ბახტაძე; დეპარტამენტის დირექტორები – ბ-ნნი: ალშიბაია, ჭიჭინაძე, ჟორდანია; საქმეთა მმართველი – ჯაფარიძე; მდივანი – ლომთაძე.
მიღებულ იქნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ტელეფონის ქსელის მოსაწყობათ 9 789 000 მანეთი ფულის და 291 252 მანეთათ ღირებული მასალის გადადების შესახებ სათანადო დეკრეტი წარედგინოს დამფუძნებელ კრებას.
სახელმწიფო კონტროლმა მიიღოს ზომები, რათა ყველა უწყებებმა შეაფასონ და სია შეადგინონ მათ განკარგულებაში არსებულ სახელმწიფო მასალისა.