საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 თებერვალი, N44
იტალიის მისიის დახმარება
განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საერთო საქმეს იტალიის მისიის მიერ გაგზავნილმა საგანგებო რაზმმა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი დაზარალებულთათვის დახმარების მოწყობას. რაზმმა კარვები დასდგა, მოაწყო საექიმო დახმარება, დაურიგა დაზარალებულთ თბილი ტანისამოსი, საბნები, მედიკამენტები და სხვა.
საერთოდ, იტალიელების მისია დიდის თანაგრძნობით მოეკიდა ქართველ ერს მისდამი წილხვდომილ უბედურების გამო. აი რას სწერდა მისიის მეთაური სენატორი კონტი საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი გეგეჭკორს იმ დღეს, რა დღესაც დატრიალდა უბედურება: „თქვენი ქვეყნის უბედურებამ თავზარი დამცა. მით უმეტეს ვარ აღელვებული, რომ ვიცი ამგვარი უბედურების ყოველი შედეგი, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. გიძღვნით უღრმესს და გულწრფელ თანაგრძნობას და ვდარდობ, რომ მისია იმდენად მოწყობილი არ არის, რომ დაეხმაროს თქვენს თანამემამულეთ. მე განკარგულება გავეცი, რომ ყველაფერი,რ აც კი შეიძლება გამოადგეს დაზარალებულთ: ექიმები, მედიკამენტები, ხალხი, კარვები, საწოლები და სხვა, გადმოცემული იქნას თქვენს განკარგულებაში. პერსონალი უკვე მზად არის წასასვლელად“.