Site icon Civil.ge

კორონავირუსის გამო აფხაზეთში უცხოელთათვის, რუსების გარდა, შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა

ოკუპირებული აფხაზეთის "მინისტრთა კაბინეტის" შეხვედრა, ფოტო: apsnypress.info

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“ ვალერი ბგანბამ 25 თებერვალს გაახანგრძლივა აკრძალვა, რომელიც უცხოელებს ოკუპირებულ რეგიონში შესვლის საშუალებას არ აძლევს. კორონავირუსის გავრცელების გამო, აფხაზეთში აკრძალვა პირველად 27 იანვარს დაწესდა. აკრძალვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ეხებათ.

აკრძალვის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება „მთავრობის“ სხდომაზე გაჟღერდა, რომელიც ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე სოხუმის რეაგირების განხილვის მიზნით გაიმართა. ბგანბამ მთავრობის წევრებს აფხაზეთში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ზომების განხორციელება დაავალა. „ჩვენ რესპუბლიკაში ეპიდემიური ვითარების მონიტორინგს ვახორციელებთ, მდინარე ენგურის გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გასაძლიერებლად დამატებითი სანიტარულ-კარანტინული ზომები მივიღეთ“, – განაცხადა აფხაზეთის „ჯანდაცვის მინისტრმა“ თამაზ წახნაკიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობის თქმით, უცხოელი მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე აკრძალვა 7 აპრილს მოიხსნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)