ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი ჩაიკეტება.
ბიბილოვმა ეს განცხადება „უშიშროების საბჭოს“ შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღეს თბილისმა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინა.
„ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ახლა მან მეზობელ საქართველომდეც მიაღწია. ეს სერიოზული გამოწვევაა სამხრეთ ოსეთისთვის და რეაქცია უნდა იყოს ოპერატიული, იმავდროულად დაბალანსებული და სწორი“, – განაცხადა ბიბილოვმა.
- საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- კორონავირუსის გამო აფხაზეთში უცხოელთათვის, რუსების გარდა, შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა
კორონავირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონში შესვლაზე უცხოელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვა 27 იანვარს დააწესა და 25 თებერვალს ეს გადაწყვეტილება 7 აპრილამდე გაახანგრძლივა. ამ პერიოდის განმავლობაში სოხუმის ხელისუფლება გაძლიერებულ კონტროლს უზრუნველყოფს და დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე საკარანტინო ზომებს მიიღებს. სოხუმის მიერ დაწესებული შეზღუდვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ეხებათ.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის ხელისუფლება საკარანტინო ზომებს მდინარე ფსოუზე მდებარე სასაზღვრო პუნქტზეც დააწესებს, რომელიც რეგიონს რუსეთთან აკავშირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)