გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 მარტი, N54
ლორდი კერზონის სალამი ქართულ უნივერსიტეტს
საგარეო საქმეთა მინისტრს შემდეგი წერილი მოუვიდა ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის ბ-ნ ოლ. უორდროპისაგან:
ლორდმა კილგსტონიდან მთხოვა გადმოგცეთ თქვენ შემდეგი დეპეშა თფილისის უნივერსიტეტისთვის; ამ დავალებას მე დიდის სიხარულით ვასრულებ თქვენი აღმატებულების საშუალებით.
„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და მთელ ქვეყანაზე ერთი უდიდესი და უძველესი ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერი, გულწრფელად გილოცავთ ამიერ კავკასიაში ახალი უნივერსიტეტების გახსნას, რომელთაც ჩემ მიერ მიღებული ცნობით უკვე დაიწყეს მოქმედება თფილისში, ბაქოსა და გუმრში.
ოქსფორდის უნივერსიტეტი ასევე ფიქრობს, რომ ამიერკავკასიის უნივერსიტეტებს ისეთივე ბრწყინვალე მომავალი მოელის, როგორც ინგლისი ფიქრობს ამ უნივერსიტეტების ქვეყნებისთვის“.
მიიღეთ და სხ.
ოლივერ უორდროპი