დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან ამყრლიძემ დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამყრელიძისვე განმარტებით, ხუთივე ახალი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელბიც ახლახან იტალიაში იმყოფებოდნენ. იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად მიიჩნევა.
მანამდე, დილით გამართულ ბრიფინგზე, გამყრელიძემ საზოგადოებას საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის მეოთხე შემთხვევის შესახებ ამცნო. ამ შემთხვევაშიც ვირუსის მქონე საქართველოს მოქალქეა, რომელიც ქვეყანაში ცოტა ხნის წინ, ასევე იტალიიდან დაბრუნდა.
ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ამასთან, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება. კორონავირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა
- კორონავირუსის გამო აფხაზეთში უცხოელთათვის, რუსების გარდა, შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა
- კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ცხინვალი გამშვებ პუნქტებს კეტავს
- ცხინვალი კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)