საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო დამაზიანებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების პლატფორმას შეუერთდა.
LEPL Cyber Security Bureau of MOD has joined NATO's Malware Information Sharing Platform (MISP), making Georgia as the second non-NATO country with such membership. Shared important information will strengthen the bureau's capacity to provide effective cybersecurity. pic.twitter.com/ER1ch70avA
— MOD Georgia (@ModGovGe) March 5, 2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი ინფორმაცის გაზიარება გააძლიერებს ბიუროს შესაძლებლობას, რომ ეფექტური კიბერუსაფრთხოება უზრუნველყოს“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაუყონებლივ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა. „„გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩომ.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული კობერშეტევა ასევე დაგმო ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა და შვედეთმა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო ოქტომბრის კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს
- აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობენ
- რუსეთი უარყოფს საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბრის კიბერშეტევაში მონაწილეობას
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო შეშფოთებულია
- გაეროს უშიშროების საბჭოზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევა დაგმეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)