Site icon Civil.ge

PACE-ის თანამომხსენებლები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას მიესალმებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, 27-31 იანვარი, ფოტო: coe.int

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ტიტუს კორლეციანი და კლოდ კერნი 10 მარტს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან საქართველოში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე ფორმულით ჩატარებას გულისხმობს (77/73-ის ნაცვლად).

თანამომხსენებლები მიესალმებიან შეთანხმების ხელმომწერების დაპირებას, არ მოახდინონ საარჩევნო პროცესებისა და სასამართლო სისტემის პოლიტიზება.

„ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ხელს შუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულოს დეესკალაციასა და წვლილს შეიტანს მის დემოკრატიულ კონსოლიდაციაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში თანამომხსენებლები განმარტავენ, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. მათვე მიმდინარე კვირაში, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეთანხმებისა და მისი შესრულების შესახებ საკითხების ყველა დაინტერესებულ მხარესთან განხილვის სურვილი გამოხატეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)