Site icon Civil.ge

საქსტატი: 2019 წელს მშპ-ის ზრდა 5.1% იყო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ერვონული სამსახურის მიერ 20 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა, წინა წელთან შედარებით, 5.1% იყო.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება;  ხელოვნება, გართობა და დასვენება; ინფორმაცია და კომუნიკაცია; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები და განათლება.

კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)