Site icon Civil.ge

ზუგდიდმა დადიანების მამულის ნაციონალიზაცია მოახდინა

ზუგდიდის დედოფლისეული სასახლე, 1909-1915 წწ. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო. burusi.wordpress.com-დან.

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 26 მარტი, N68

შინაგან საქმეთა სამინისტროში

ზუგდიდის სამაზრო ერობამ, თანახმად სამაზრო ერობის ხმოსანთა ყრილობის დადგენილებისა, შუამდგომლობა აღძრა სამინისტროს წინაშე, რათა მთავრობამ ნება დართოს ერობას – იძულებით ჩამოართვას უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ზუგდიდში (სახლი ეზოთი) მოქალაქეთ ნიკოლოზ მინგრელსკის და პრინცესა ანტონესა მიურატისას. აღნიშნული მამული (სახლი) ესაჭიროება ერობას კანცელარიისათვის, სკოლის და საავატმყოფოს მოსათავსებლათ და სხვა სამეურნეო დარგების მოსაგვარებლათ. ეზო – კი საცდელ მინდვრების მსოაწყობად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილებამ ამ შუამდგომლობის შესახებ სათანადო მოხსენება წარუდგინა მთავრობას ზუგდიდის ერობის ხმოსანთა საბჭოს დადგენილების დასადასტურებლათ.