Site icon Civil.ge

1920: ადგილობრივები რაბათის ციხესა და მეჩეთს ძარცვავენ

ახალციხის რაბათი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტო

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 მარტი, N71

ახალციხეში მეჩეთისა და ციხის შენობების ძარცვა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახალციხიდან დამფუძნებელი კრების წევრის ოსმან მიქელაძისაგან მიღებული დეპეშიდან სჩანს, ახალციხის მეჩეთის და ციხის უპატრონო შენობებს ძარცვავენ ადგილობრივი მცხოვრებლები, მიაქვთ მინები, ჩარჩოები, კარები, ფანჯრები და სხვა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულია ზომები ბოროტ-მოქმედების აღსაკვეთად.