Site icon Civil.ge

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს

ფოტო: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-ის გვერდი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე თანამდებობას ტოვებს. იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით, სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს მიმართა.

მას შემდეგ, რაც ბონდო სოფრომაძეს თერჯოლის საკრებულო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მერის მოვალეობას სოფრომაძის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს. იგი ამ თანამდებობაზე 31 მარტს, მანუჩარ ფანჩულიძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.

ბონდო სოფრომაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა. მანამდე იგი თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)