Site icon Civil.ge

მთავრობა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის შეღავათიან სესხს გასცემს

გაზ. საქართველო, 1920 წლის 4 აპრილი, N73

მთავრობაში

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ლანჩხუთში გაემგზავრა.

30 მარტის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა: 75 მილიონ მანეთის გადადება

1. გადაიდოს პირველ ხანებში მომარაგების სამინისტროს განკარგულებაში არსებული თანხიდან 75 მილიონი მანეთი აბრეშუმის პარკის, თამბაქოსა და მატყლის მწარმოებელთათვის სესხის მისაცემად.

2. სესხი მიეცეს როგორც კერძო მეურნეთ, ისე მეურნეთა კავშირებს.

3. სესხი მიეცემათ მომარაგების სამინისტროს მიერ უშუალოდ ან სახელმწიფო, კერძო და კოოპერატიული ბანკებისა და საზოგადოებრივ დაწესებულებათა საშუალებით.

4. მეურნე, რომელიც სესხს მიიღებს პირველ მუხლში აღნიშნულ ნაწარმოების მთელ მოსავალს აბარებს მთავრობას.

5. მთავრობა ნაწილს, მეოთხე მუხლში აღნიშნულ ნაწარმოებისა ჰყიდის ადგილობრივ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, დანარჩენს უცხოეთში,