Site icon Civil.ge

მთავრობა და პარლამენტარები სახალხო უნივერსიტეტში მოხსენებებს წაიკითხავენ

დამფუძნებელი კრების წევრები სასახლის ბაღში. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. ერთობა. 1920 წლის 9 აპრილი, N80

სახალხო უნივერსიტეტი

სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თხოვნითა და დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დადგენილების მიხედვით დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის ზოგიერთი წევრები ერთი კვირის განმავლობაში სახალხო უნივერსიტეტის აუდიტორიებში გააკეთებენ მოხსენებებს გარეშე მორიგ ლექციებისა:

1-ლი განყოფილება (ნაძალადევი), 13 აპრილს, სამშაბათს, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი. იქვე 15 აპრილს, ხუთშაბათს, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი  ნოე რამიშვილი.

მე-3 განყოფილება (ჩუღურეთი) 13 აპრილს, სამშაბათს, დამფუძნებელი კრების წევრი ივანე გომართელი. იქვე – 18 აპრილს, კვირას დამფუძნებელი კრების წევრი დავით ონიაშვილი.

მე-4 განყოფილება (ორთაჭალა) 12 აპრილს ორშაბათს, ნოე რამიშვილი, იქვე ხუთშაბათს, 15 აპრილს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე.

მე-5 განყოფილება (წმინდა ნინოს რაიონი) 14 აპრილს, ორშაბათს, ივანე გომართელი. იქვე 18 აპრილს, კვირას, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგი პროფესორი სიმონ ავალიანი.

მე-6 განყოფილებაში (ერთობის უბანი) 13 აპრილს, სამშაბათს, ალექსანდრე ლომთათიძე. იქვე – 16 აპრილს, პარასკევს, დავით ონიაშვილი.

მე-7 განყოფილება (საბურთალო), 14 აპრილს, ოთხშაბათს, ნოე რამიშვილი. იქვე – 16 აპრილს, პარასკევს, დავით ონიაშვილი.

მე-8 განყოფილება (ავლაბარი), 13 აპრილი, ორშაბათი, აკაკი ჩხენკელი, იქვე – 16 აპრილი, პარასკევი, პროფესორი სიმონ ავალიანი.

მოხსენება ყველგან დაიწყება საღამოს 6 საათზე.