„საქსტატის“ მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით შემცირდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარში
2020 წლის იანვარ-მარტში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%–ით შემცირდა და 778.2 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 1.4%-ით შემცირდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 21 აპრილს გამოაქვეყნებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)