Site icon Civil.ge

კელი დეგნანი პანდემიის დასაძლევად აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარების შესახებ საუბრობს

კელი დეგნანი. ფოტო: it.usembassy.gov

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნამა 13 აპრილს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან რიგი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა, რომ საქართველოს COVID-19-თან გამკლავებაში დაეხმაროს. მიმართვაში ელჩი საქართველოში ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარების საქმეში შეერთებული შტატების მხარდაჭერაზეც საუბრობს.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკლავებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში:

„COVID-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების კუთხით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, ქართველებს „ამ რთულ ვითარებაში“ საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება. კერძოდ, მისი განმარტებით, აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებმა StopCoV ფონდში 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს. გარდა ამისა, რამდენიმე ამერიკული ბრენდის სასტუმრომ, მაგალითად, როგორებიცაა: „მარიოტ ჰოტელ მოქსი“, „რადისონ პარკ ჰოტელი“ და „შერატონ გრანდი“ საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარანტინო სივრცედ გამოყენება შესთავაზეს.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა საქართველოს 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა.

მისივე თქმით, ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა „კვლავაც ძლიერია, ვუმკლავდებით რა ამ უპრეცენდენტო ვითარებას ერთად“. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააგრძელებს სხვადასხვა გზების მოძიებას საქართველოს დასახმარებლად, სადაც ამის საჭიროება არსებობს“, – დასძინა დეგნანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)