Site icon Civil.ge

„თანასწორობის მოძრაობა“ მთავრობას ლგბტქ ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

ფოტო: facebook.com/equalitymovementgeorgia/

ლგბტქ ადამიანების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების აქციის ერთ-ერთ მონაწილის მიერ თავის დაწვის მცდელობას ეხმაურება და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის ნაწილში ლგბტქ ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

30 აპრილს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ტრანსგენდერი ადამიანების მიერ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. აქციის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ცხოვრების გაუარესებულ პირობებს აპროტესტებდნენ.

„ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში“, – ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ 30 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, რადგანაც „ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება“.

„თანასწორობის მოძრაობა“ ორგანიზაციის მიერ ტრანსგენდერი ადამიანების დახმარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ამახვილებს ყურადღებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მათი ფინანსები და მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული თანხები „საკმარისი არ აღმოჩნდა“.

ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების რომელიმე სეგმენტის იგნორირებას არ გულისხმობს და სახელმწიფო ტრანს ადამიანების საჭიროებებს უნდა ხედავდეს, რომლებიც ახლა „ბინის, შემოსავლის, საკვებისა და სხვა ელემენტარული საჭიროებების გარეშე არიან დარჩენილები“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „თანასწორობის მოძრაობა“ მოუწოდებს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)