Site icon Civil.ge

გენერალური შტაბი: ყველა ფრონტზე სიწყნარეა

სამხედრ მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, მის უკან მარცხვნივ რესპუბლიკის მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე, მარჯვნივ გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, 1920 წლის მაისი, ასპინძის ბრძოლის საიუბილეო სამხედრო აღლუმი. ფოტო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინო ქრონიკიდან. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 მაისი, N98

[1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის ნაწილებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო აიღო და ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. აზერბაჯანის საჯარისო ნაწილებს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ გაუწევია ბოლშევიკებისათვის. ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა მეთაურის სერგო ორჯონიკიძის წინასწარი პროგნოზით, აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში წითელი არმიის ნაწილები თბილისსაც აიღებდნენ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბჭოთა რუსეთის მთავრობასათან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ. 1920 წლის მაისის პირველ დღეებში წითელი არმიის ნაწილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მოადგა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის მთავრობაში მყოფი პანისლამისტური ფრაქციის “იტტიჰადის” წევრთა ბოლშევიკების მხარეს გადასვლის გამო საქართველოს მთავრობა გამოსთქვამდა საფუძვლიან ეჭვებს, რომ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილების ამიერკავკასიაში მოქმედება ერთგვარად შეთანხმებული იყო ანატოლიაში მოქმედ ქემალ-ფაშის [შემდგომში ათათურქის] ძალებთან, რომლებიც პრეტენზიაც აცხადებდნენ ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე. – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა].

გენერალური შტაბის ცნობები (27 აპრილიდან 2 მაისამდე):