Site icon Civil.ge

გენშტაბის ცნობა: 7 მაისი, მდგომარეობა ყველა ფრონტზე უცვლელია

ქართველი სახალხო გვარდიელები. ცენტრში: მარცხნივ - სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმის უფროსი ვალოდია გოგუაძე, მარჯვნივ - სახალხო გვარდიის ხელმძღვანელი ვალიკო ჯუღელი. ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 8 მაისი, N101

მაისის 7. გენერალური შტაბის სამხედრო ცნობა: ყველა ფრონტზე უცვლელია. წითელ ხიდთან ბრძოლები გრძელდება.

კონტექსტისათვის: 1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის ნაწილებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო აიღო და ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. აზერბაჯანის საჯარისო ნაწილებს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ გაუწევია ბოლშევიკებისათვის. ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა მეთაურის სერგო ორჯონიკიძის წინასწარი პროგნოზით, აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში წითელი არმიის ნაწილები თბილისსაც აიღებდნენ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბჭოთა რუსეთის მთავრობასათან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ. 1920 წლის მაისის პირველ დღეებში წითელი არმიის ნაწილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მოადგა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.