გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 მაისი, N102
სამხედრო ცნობა
მთავარი შტაბის ცნობა. 8 მაისი
- გაგრის, ბათუმისა და არდაგანის ფრონტზე სიწყნარეა [ქართული ჯარის ნაწილები დგას გაგრის მაზრაში რუსეთთან საზღვარზე, არდაგანში, ართვინსა და ხულოში – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა].
- ხრამის ხიდის რაიონში მდგომარეობა უცვლელია, შეტაკებები გრძელდება.
- ფოილოს რაიონში 8 მაისს ღამით მტერი თოფებით და ტყვიის მფრქვევლებით ესროდა ჩვენს პოზიციებს.
- ყაზბეგის, როკისა და მამისონის რაიონებში სიწყნარეა.