Site icon Civil.ge

რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალს ფინანსური „დახმარების“ ზრდას ჰპირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში.

რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან „ორმხრივ შეთანხმებებს“ მოაწერა ხელი, სადაც ორივე რეგიონს „საბიუჯეტო ინვესტიციების ზრდასა და საინვესტიციო საქმიანობების გააქტიურებას“ ჰპირდება.

შეთანხმებებს 12 მაისს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხაილ ბაბიჩმა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა – იგორ ახბამ და ზნაურ გასიევმა მოაწერეს ხელი.

რუსეთმა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაფინანსებლად თანხები გამოყო, რომლის მიზანიც ორი რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა“ კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და საჯარო მმართველობის სფეროებში.

„ახალი ორმხრივი შეთანხმებები კიდევ ერთი ნაბიჯია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რუსეთის სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ბაბიჩმა და დასძინა, რომ რუსეთის დახმარება ორი რეგიონის მოსახლეობის „ცხოვრების დონეს აამაღლებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)