სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 20 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი განახორციელეს.
სუს-ის განმარტებით, „შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები“.
„უკანონო ე.წ. „ბორდერიზაცია“ აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.
მანამდე, 16 მაისს, სახელმწუფო უსაფრთხოების სამსახურში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ შესახებ განაცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)