Site icon Civil.ge

ნოე ჟორდანია შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ნოე ჟორდანია- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ფოტო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 26 მაისი, N115

მთავრობის მისალმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

მოგილოცავთ 26 მაისს – საქათველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს.

თქვენ ხართ ამ დამოუკიდებლობის მთავარი დარაჯი და მისთვის თავდადებული მებრძოლი.

თქვენ გიყურებთ მთელი საქართველო. მთელი ჩვენი დემოკრატია მოელის თქვენგან საქართველოს საზღვრების  – დღესაც ისე მედგრად დაცვას, როგორც წინად დაგიცავთ.

დღევანდელი დღე უმთავრესად თქვენი დღეა.

 თქვენი ღვიძლიშვილია და დარწმუნებული ვარ თქვენ ყველანი განურჩევლად ხარისხისა შეასრულებთ თქვენ სამხედრო მოვალეობას და იმავე დროს ჩვენთან ერთად იდღესასწაულებთ ამ დიდებულ დღეს.

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!

გაუმარჯოს 26 მაისს!

მთავრობის თავმჯდომარე

 ნოე ჟორდანია