Site icon Civil.ge

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ „მინისტრთა კაბინეტის“ ახალი წევრები დანიშნა

ფოტო: ekhokavkaza.com

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 14 კაციანი „მინისტრთა კაბინეტის“ რამდენიმე ახალი წევრი დანიშნა:

მანამდე, 28 აპრილს ასლან ბჟანიამ რეგიონის პირველ „ვიცე-პრემიერად“ ბესლან ჯოპუა დანიშნა. ამავე დღეს, ბჟანიამ „ფინანსთა მინისტრისა“ და „ვიცე-პრემიერის“ პოსტზე ვლადიმირ დელბა დანიშნა.

ამასთან, ასლან ბჟანიამ 29 მაისს ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სტნისლავ ანიჩბა, ხოლო მანამდ,ე 27 მაისს თემურ ოტირბა ახალი ათონის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. 18 და 12 მაისს გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებად ბჟანიამ ბაგრატ ბოჯგუა და ისიდორ დოჩია დანიშნა, 30 აპრილს კი – გაგრის რაიონსა და ქალაქ სოხუმში ადმინისტრაციის ხელმძღვანელების თანამდებობები იური ხაგუშს და ბესლან ეშბას ჩააბარა.

ასლან ბჟანია „პრეზიდენტის“ პოსტი 23 აპრილს დაიკავა. მან „პრემიერ-მინისტრად“ ალექსანდრე ანქვაბი დანიშნა. „მინისტრთა ყოფილი კაბინეტი“ კი, რომელსაც ვალერი ბგანბა ხელმძღვანელობდა, სრული შემადგენლობით გადადგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)