Site icon Civil.ge

საქსტატი: მაისში წლიური ინფლაცია 6.5% იყო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაისში, წლიური ინფლაცია 6.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ტრანსპორტის ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14.7%-ით გაიზარდა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზეა მომატებული:

საქსტატისვე ინფორმაციით, ტრანსპორტის კატეგორიაში ფასები 4.6%-ით შემცირდა (ფასები 6.9%-ით შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი – ძირითადი გავლენა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების (4.3%-იანი მატება), ჯანმრთელობის დაცვისა (1.3%-იანი მატება) და ტრანსპორტის (2.4%-იანი კლება) ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)