გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ივნისი, N129
ჯანმრთელობის დეპარტამენტი
[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში ჯანდაცვის სფერო დიდწილად დეცეტრალიზირებული იყო. ამბულატორიათა სისტემას ქმნიდა ადგილობრივი თვითმმართველობები – სამაზრო ერობები და საქალაქო თვითმმართველობები. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა, მთლიანად ჯანდაცვის სფეროს პასუხისმგებელი და მაკოორდინებელი სახელმწიფო ინსტიტუტი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა].განზრახულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჯანმრთელობის დეპარტამენტი დაარსონ. შესაფერ კანონ-პროექტს ჯანმრთელობის და საბიუჯეტო კომისიები უკვე იხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხედულებით ახალი დეპარტამენტი უნდა იქნეს ის ცენტრალური დაწესებულება, სადაც შეიკრიბება მთელი მედიკოსანიტარული ხასიათის საქმეები.
განზრახულია ასეთი დეპარტამენტი ამ თვეში დაარსდეს.