Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-მაისში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.8%-ით შემცირდა და 4.2 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-მაისში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.2%–ით შემცირდა და1.24 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა17%-ით შემცირდა და 2.97 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.74 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 ივნისს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)