გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 ივნისი, N132
ბათუმის ევაკუაცია
სარწმუნო წყაროებიდან იუწყებიან: ორშაბათს 8 ივნისს ინგლისის სარდლობამ ბათუმში კონსტანტინეპოლიდან მახლობელ აღმოსავლეთში მყოფ ინგლისის მთავარ სარდლისაგან რადიო დეპეშა მიიღო დაუყოვნებლივ ბათუმის ევაკუაციის.
ბათუმის სარდლობას წინადადება ეძლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო პირთა ევაკუაცია, აგრეთვე ხაზგასმულია, რომ მოხდეს ბათუმში მყოფ ინგლისურ სავაჭრო ფირმათა წასასვლელად მომზადება. ამის გამო ინგლისის სარდლობამ რუსეთის გემები აღრიცხა. ინგლისის ძალა ბათუმში ითვლება: ფერადი ჯარი დივიზიამდე და 2000 ინგლისელი. ფერადი ჯარი ეწეოდა სადამოჟნო მუშაობას, რომელიც დაიწყეს ინგლისელებმა ბათუმის მიდამოებში.
რადიოს მიღებისთანავე დაუყონებლივ დაიწყეს სამხედრო ქონებისა და ინგლისის ზოგი ფირმის საქონლით გემების დატვირთვა. დატვირთვა ხდებოდა დღითა და ღამის. 11 ივნისს გამოირკვა, რომ ინგლისის პირველი გემი გავა კვირას (20 ივნისს – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) ნაშუადღევს 2 საათზე. იმავე დროს ინგლისის სარდლობამ განაცხადა, რომ ბათუმის რეიდზე დარჩება ორი ინგლისური დრედნოუტიო. ბათუმის მომავალ მდგომარეობაზე ინგლისის სარდლობას არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.
საქართველოს საზღვრამდე რკინის გზის დაცვა უმთავრესად ფრანგების ხელშია.