გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 17 ივნისს საქართველოში ბრიტანეთის ახალ ელჩად მარკ კლეიტონის დანიშვნის შესახებ განცხადება გაავრცელა. კლეიტონი, რომელიც ელჩის თანამდებობაზე ჯასტინ მკკენზი სმიტს შეცვლის, უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგება.
🇬🇪 გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება.
ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი ამ ზაფხულს შეცვლის.
🇬🇧 Change of Her Majesty’s Ambassador to Georgia: August 2020 https://t.co/N8jbWCIWE0
— UK in Georgia (@UKinGeorgia) June 17, 2020
ამავე განცხადების თანახმად, ახალდანიშნული ელჩი 2018 წლიდან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე, 2017-2018 წლებში, იგი მოსკოვში დესპანის რანგში მსახურობდა.
1997 წლიდან კლეიტონს, რომელიც კარიერული დიპლომატია, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის, მსახურობდა ბალტიისპირეთის ქვეყნების დეპარტამენტში (1997-1998 წწ.), იყო ევროკავშირი-ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი (2004-2005 წწ.), დიდი რვიანის ჯგუფის ხელმძღვანელი (2005-2007 წწ.) და კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე (2010-2014 წწ.).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)