Site icon Civil.ge

19-20 ივნისი, 1920 წელი: ქართული ჯარი როკის უღელტეხილს უახლოვდება

სახალხო გვარდიის ნაწილები წვრთინს პროცესში. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22 ივნისი,N137

სამხედრო ცნობა

ცნობები მთავარი შტაბისა, ტფილისი 20 ივნისი

როყის მიმართულებით 19 ივნისს მტერს დევნის დროს წავართვით 2 ტყვიის მფრქვეველი.

სხვა მიმართულებებზე სიწყნარეა.

21 ივნისი

როყის მიმართულებით 20 ივნისს ჩვენმა ჯარებმა სოფელი როყი დაიკავეს. მტერს წავართვით 2 ტყვიის მფრქვეველი. ქედის მიმართულებით ონის მხრივ ჩვენმა ჯარებმა სოფელი ჩასავალი დაიკავეს და უღელტეხილისაკენ წინ მიიწევენ.

სხვა მიმართულებაზე სიწყნარეა.