Site icon Civil.ge

იტალიაში საქართველოზე ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნი გამოიცა

ვლადიმირ ვოიტინსკი, (1885 სანკტ-პეტერბურგი - 1960, ვაშინგტონი): სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრი 1905 წლიდან, ჯერ ბოლშევიკებს ემხრობოდა, თუმცა ლენინის "აპრილის თეზისებთან" უთანხმოების გამო მენშევიკებისკენ გადაიხარა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დააპატიმრეს, შემდეგ გამოუშვეს და საქართველოსკენ გამოემგზავრა, იყო მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი.

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920 წლის 27 ივნისი, N142

წიგნი საქართველოს შესახებ

რომში იტალიურ ენაზე გამოვიდა ვლადიმერ ვოიტინსკის წიგნი „ნამდვილი დემოკრატია (საქართველო). წიგნი მოიცავს რუსეთის რევოლუციის მოკლე მიმოხილვას, საქართველოს, მის მცხოვრებთა და მის ისტორიის აღწერას. დიდი ადგილი აქვს დათმობილი განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს, რომელთა სურათებითაც დამშვენებულია ეს წიგნი.