Site icon Civil.ge

ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

წყარო: ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის გვერდი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 23 ივნისს 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 167 650 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.53%, საშუალო შეწონილი 8.668%, ხოლო მაქსიმალური 8.730% იყო.

მანამდე, 9 ივნისს გაართულ აუქციონზე, ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის, უფრო ადრე, 2 ივნისს კი – 120 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი გაყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)