საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას, მხარს უჭერს მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ერთად დავძლიეთ ბევრი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ მიზანს და ბევრი ერთობლივი წარმატების მომსწრენიც გავხდით“.
„დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის“, – დასძინა მან.
Happy Independence Day to our American friends & allies! The 4th of July marks the birth of the nation that symbolizes freedom & democracy around the world. The strategic partnership between 🇺🇸&🇬🇪 has never been stronger.https://t.co/CV5OimYogo
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) July 4, 2020
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“. „ვუერთდებით ჩვენს ახლო მეგობრებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში და საქართველოსა და აშშ-ს შორის კიდევ უფრო ძლიერ პარტნიორობას ვისურვებდით“, – ხაზი გაუსვა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკელ ხალხს წარმატება და კეთილდღეობა უსურვა. მან დღეს Twitter-ზე დაწერა, რომ „საქართველოს და აშშ-ის უძლიერესი პარტნიორობა და მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ“.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1776 წლის 4 ივლისს მოეწერა.
Happy #IndependenceDay244 America! We wish people of 🇺🇸 continued success & prosperity! We’re proud🇬🇪&🇺🇸are bound by the strongest partnership & enduring friendship! Confident our partnership will thrive in the years to come.#4thofJuly @SecPompeo @StateDept @usingeo
— David Zalkaliani (@DZalkaliani) July 4, 2020
ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, მათ შემოქმედმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“, – ნათქვამია აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)